დღევანდელი დღეც დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, შემდეგ ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავაცანით საკუთარი პროექტების პრეზენტაციები. ვისწავლეთ საკუთარ ბლოგზე საათის, ვიდეოს და Picasa-ს ალბომის გაჯეტების განთავსება და პრაქტიკულად განვახორციელეთ ყველაფერი. ტრენინგის ბოლო დღე გამოვიდა ძალიან შრომატევადი და საინტერესო.
ტრენინგის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ უაღრესად საინტერესო იყო, ძალიან საჭირო და გამოყენებადი. თუ გვინდა ჩვენი მუშაობა იყოს ადექვატურად შეფასებული და დაფასებულიც, ამ პროგრამას და უნარ-ჩვევებს აუცილებლად უნდა ფლობდეს თითოეული მასწავლებელი. მე პირადად ვაპირებ თითქმის ყველა ნასწავლი მასალის პრაქტიკაში დანერგვას და გამოყენებას. ძალიან ბევრი გაკეთდა იმ კუთხითაც, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიების სიახლეები ჩვენთვის ასე საინტერესოდ და მარტივად ხელმისაწვდომი გახდა. მადლობა პირადად ჩვენს ძვირფას ტრენერს - ქალბატონ ქეთი ცერაძეს და მთლიანად ამ ტრენინგის საინიციატივო ჯგუფს. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.

Комментариев нет:
Отправить комментарий